ჩვენ მოგიყვებით საუკეთესო საახალწლო შეთავაზებაზე!

ჩვენ მოგიყვებით საახალწლო შეთავაზებაზე:

სადღესასწაულო, ჯადოსნური და ოცნებების ასრულების დღეები იწყება და თუ თქვენი ოცნება ახალი ბინის, ან საოფისე ფართის შეძენას უკავშირდება, მაშინ სწორ ადგილას ხართ – დემაქსში თქვენი ოცნება ხელშესახები გახდება.

კომპანია საახალწლოდ გრანდიოზულ სიურპრიზს გიმზადებთ, რომელიც მიმდინარე სამ პროექტს, „დემაქს ვაკეს“, „დემაქს საბურთალოს“ და „ბიზნეს-ცენტრს ონიაშვილზე“ შეეხება.

რას გულისხმობს საახალწლო შეთავაზება?

2023 წლის 15 იანვრამდე "დემაქს ვაკესა" და "დემაქს საბურთალოს" პროექტებში ნებისმიერი ფართის შეძენისას, მობინადრე საჩუქრად მიიღებს ინტერიერის დიზაინსა და ჩაშენებულ სამზარეულოს.

ხოლო ვინც შეიძენს ოფისს „დემაქს ონიაშვილის“, ან „დემაქს საბურთალოს“ პროექტში,  პირველ ეტაპზე მთლიანი ღირებულების მხოლოდ 10 %-ს გადაიხდის, ხოლო  დანარჩენ 90%-ს რემონტის დასრულებისას.

მომხმარებელს შეეძლება გარემონტებულ ოფისში დაიწყოს საქმიანობა.

რაც ძალიან ხელსაყრელია, სამივე პროექტის ადგილმდებარეობა არის ქალაქის ცენტრში, საუკეთესო ადგილას.

აღსანიშნავია, რომ "დემაქს ვაკის" პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი კომპლექსის თითოეულ ბინაში მოეწყობა ჭკვიანი სახლის სისტემები, შესაბამისად, მობინადრეებს ყველაფრის დისტანციურად მართვა შეეძლებათ.

 

დაიწყეთ ახალი წელი ახალ და ბედნიერ სახლში – აქციეთ ოცნება რეალობად დემაქსთან ერთად.